×

27 სექტემბერი, 2016

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" განცხადება

ქართული ოცნება გმობს ე.წ. ნაციონალისტური ჯგუფების მიერ მოწყობილ აქციას. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებული აქცია. აუცილებელია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მოახდინონ ფაქტის გამოძიება და შესაბამისი სამართებრივი რეაგირება. კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის ყოველგვარი ძალადობა და აქცია, რომელიც მიმართულია შუღლის გაღვივებისა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ.